25 ნოემბერი 2026,   10:30
ვრცლად
ახალციხეში სოფლის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობისა და ლიდერული უნარების გაძლიერებაზე მიმართული პროექტის შედეგები შეაჯამეს

ახალციხეში ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით, სოფლის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობისა და ლიდერული უნარების გაძლიერებაზე მიმართული პროექტის შედეგები შეაჯამეს.

პროექტის მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდული კლუბების გაძლიერება და ლიდერული უნარების განვითარება.

"ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა ახალციხის მუნიციპალიტეტში. ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა ამ პროექტის ფარგლებში გააერთიანეს 45 სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები და ქალაქ ვალეში მცხოვრები ახალგაზრდები და ძალიან კარგი დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მნიშვნელოვანია, მსგავსი სახის პროექტები ჩვენი მომავალი თაობისთვის, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ახალგაზრდობის სააგენტოს." - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა. 

დღის ამბები