საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის და მის მეუღლეს, კარლა ბრუნის ჩვენების მიცემა სასამართლო პროცესზე კვლავ მოუწევთ. საუბარია ისევ ლიბიის მიერ სარკოზის 2007 წლის საარჩევნო კამპანიის სავარაუდო დაფინანსებაზე.
სახელმწიფო ბრალმდებლის ვერსიით, სარკოზიმ და მისმა გარემოცვამ მოწმეს ჩვენება შეაცვლევინეს და ამ გზით პასუხისმგებლობის თავიდან აცილება სცადეს.
ეჭვმიტანილებს 10 წლამდე პატიმრობა და 150 000 ევროს ჯარიმა ემუქრებათ.
პროცესი 2027 წლის 3 ნოემბერს დაიწყება. მანამდე კი, პარიზის სააპელაციო სასამართლო ლიბიის დაფინანსების საქმეზე სარკოზის განაჩენს გამოაცხადებს. პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.