05 აგვისტო 2026,   11:51
ვრცლად
საპატრიარქოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 

საპატრიარქოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

"ამა წლის 30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საპატრიარქოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს შორის. შედეგად აღნიშნული სამედიცინო ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს იძენს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს მხარეთა შემდგომ წინსვლასა და განვითარებას," - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

https://www.facebook.com/share/p/18gfbabmao/

დღის ამბები