"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრ გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ორივე მათგანი საპატიმროს სექტემბერში დატოვებს.
პირობების მიხედვით, ისინი საპატიმროში ერთ წელს გაატარებენ, სამი წლის განმავლობაში კი პირობით მსჯავრს მოიხდიან. გელა ხასაიამ ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარა.
პროკურატურა გელა ხასაიასა და მასთან ერთად ბრალდებულ ვასილ ქერდიყოშვილს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავებოდა.