06 აგვისტო 2026,   05:03
ვრცლად
ბატონი ჰერჩინსკი თავდასხმით არის დაკავებული ჩვენი გუნდის, ხელისუფლების მიმართ, თუმცა ერთი კვირის წინ, მან უკვე ყოველგვარი თავხედობის ზღვარი დაარღვია და პირაპირ ქართველ ხალხს დაესხა თავს - ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას 

მაჭავარიანის თქმით, ჰერჩინსკის მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროპული ღირებულებების მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და დროა ევროკავშირის ელჩმა ქმედებებს გადახედოს.

"მათ კარგად უნდა გაანალიზონ, თუ რა ღირებულებებზე და ფასეულობებზე შეიქმნა ევროკავშირი.
ათწლეულები რა ფასეულობებზე იდგა ევროკავშირი და დღეს, ეს მმართველი კლასი როგორ შორდება ამ ღირებულებებს. თვალსაჩინო მაგალითი არის ბატონი ჰერჩინსკის მოღვაწეობა საქართველოში. მაგალითად, როდესაც იგი არ გამიჯვნია 4 ოქტომბრის აქციას, მაშინ, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირ, სოლიდარობა აღუთქვა ამ ყველაფერს და ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, რომ მინიმუმ, ეს ყველაფერი არ შეესაბამება დემოკრატიის სტანდარტებს.
ასევე, ბატონი ჰერჩინსკი თავდასხმით არის დაკავებული ჩვენი გუნდის მიმართ, ხელისუფლების მიმართ, თუმცა ერთი კვირის წინ, მან უკვე ყოველგვარი თავხედობის ზღვარი დაარღვია და პირაპირ ქართველ ხალხს ესხმის თავს. ესხმის თავს საქართველოს, იმუქრება, რომ საქართველო თურმე უნდა დაბრუნდეს იმ დროში, როდესაც აქ იყო ბნელი დრო, როდესაც აქ იყო სამოქალაქო ომი და მსგავსი საკითხები.
რა თქმა უნდა, არც ევროპას არ შეესაბამება, არც ევროპულ ღირებულებებს და მინიმალურ სტანდარტებსაც არ აკმაყოფილებს, რაც ელჩს უნდა გააჩნდეს, შესაბამისად, დროულია, რომ ბატონმა ჰერჩინსკიმ ამას გადახედოს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები