27 ნოემბერი 2026,   17:16
ვრცლად
როგორც კი პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარი იყო საკუთარ მტკიცებულებებში, ნაბიჯები გადაიდგა მათ გამოსავლენად, ვინც უფლებამოსილების გადაცილებით მოქმედებდნენ - შალვა პაპუაშვილი

"როგორც კი პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარი იყო საკუთარ მტკიცებულებებში, ნაბიჯები გადაიდგა მათ გამოსავლენად, ვინც უფლებამოსილების გადაცილებით მოქმედებდნენ," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მიდგომა სწორედ ისაა, რომ კანონის უზენაესობა ყველას მიმართ მოქმედებდეს.

"ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს რასთან გვქონდა საქმე - ჩვენ საქართველოს პარლამენტზე თავდასხმა და მცდელობა ვნახეთ, პარლამენტის გადაწვის, ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის. იცით, რამდენიმე პირი პასუხისგებაშია მიცემული, რომ ადამიანებს აზიანებდა, "მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდა და პოლიციელების ცოცხლად დაწვა უნდოდა. პოლიციელებს ქვეყნის დაცვა ამ პირობებში უწევდათ. მინდა, თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო, ვინც იმ დღეებში საკუთარ ქვეყანას "მაიდნისგან". ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში უფლებამოსილების გადამეტება არ მოხდეს. ცალკეული ინციდენტები, რომელიც მაშინ ვიხილეთ, ითქვა კიდევაც, რომ სახელმწიფო ყველა ამ ინციდენტს სათანადოდ მიჰყვება, გამოიკვლევს და გამოავლენს, რაც მოხდა კიდეც. ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა სწორედ ისაა, რომ კანონის უზენაესობა ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს. შესაბამისად, ამის შედეგები ვნახეთ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები