27 ნოემბერი 2026,   13:27
ვრცლად
არ ვიცი, რას ამბობს ნიკა გვარამია, ბოიკოტი და წინააღმდეგობაში ყოფნა იყო ყველა იმ ადამიანის პირადი გადაწყვეტილება, რომელიც პროტესტშია ჩართული - ირაკლი ფავლენიშვილი

ოპოზიციურ ალიანში დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად უთანხმოების მიზეზი პარლამენტის ბოიკოტის საკითხი გახდა. "ახალის" ლიდერი კოლეგა პარტიებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მანდატებზე უარის თქმას მას აბრალებენ, გვარამია ოპოზიციის ორმაგ სტანდარტზეც საუბრობს, "ქართულ ოცნებაში" კი ოპოზიციური ალიანსის უპერსპექტივობაზე აკეთებენ აქცენტს.

პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ბოიკოტი ყველა იმ ადამიანის პირადი გადაწყვეტილება იყო, რომელიც პროტესტში იყო ჩართული. 

"არ ვიცი, რას ამბობს ნიკა გვარამია. ბოიკოტი და წინააღმდეგობაში ყოფნა იყო ყველა იმ ადამიანის პირადი გადაწყვეტილება, რომელიც ამ პროტესტშია ჩართული. 

არანაირი დაპირისპირება არ არის. იყო საპირისპირო პოზიციები, რომელიც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის კონკრეტულ აქტივობას, რომელზეც, რა თქმა უნდა, ცენზურა ვერ დაწესდება," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი. 

დღის ამბები