თბილისის საკრებულოში ლიტერატურული ფესტივალი გაიმართა სახელწოდებით - "პოეზია უპირველეს ყოვლისა".
ფესტივალზე დააჯილდოვეს ქართველი და უცხოელი საპატიო სტუმრები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის იყო ნონა გაფრინდაშვილი, რომელსაც ილია ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი და სიგელი გადაეცა.
ფესტივალი წლების წინ, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეებმა დააფუძნეს, წლების შემდეგ, 2007 წლიდან, აღადგინეს და ამ დრომდე იმართება.