ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ორმხრივი თავდასხმების მიუხედავად, მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ შტატების პრეზიდენტმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ მათი პირობები თეირანისადმი ერთგვერდიან შეთავაზებაზე მეტია, ძირითად პირობად კი ბირთვული იარაღის არქონა და გამდიდრებული ურანის ამერიკისთვის გადაცემა რჩება.
მანამდე, ირანის საზღვაო ძალებმა იერიში მიიტანეს ამერიკულ სამხედრო გემებზე, საპასუხოდ კი აშშ-ის ძალებმა დაბომბეს ირანის სამხედრო ობიექტები. ინფორმაციას შტატების ცენტრალური სარდლობა X-ზე ავრცელებს.
ადგილობრივი ირანული მედიის ინფორმაციით, ამერიკული ძალების თავდასხმის სამიზნე კუნძულ ბაჰმანის პორტთან მდებარე კომერციული ობიექტები გახდა.