18 ივნისი 2026,   08:56
ვრცლად
ესტონეთი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისგან პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების მიღებას კრძალავს

ესტონეთის პარლამენტი დაამტკიცა კანონი, რომელიც „მტრული“ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ესტონური პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაღებას უკრძალავს.

ხელისუფლებამ „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი წელიწადზე მეტია მოამზადა.
აკრძალვასთან ერთად, კანონპროექტი აფართოებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობის კომიტეტის უფლებამოსილებებს.

მესამე მოსმენაზე კანონპროექტს მხარი 50-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 22 წინააღმდეგი წავიდა.

სოციალ-დემოკრატმა დეპუტატმა, რიინა სიკუტმა განაცხადა, რომ კომიტეტს ახლა უკვე შეუძლია მოითხოვოს დოკუმენტაცია და ცალკეული პირები გამოსაკითხად დაიბაროს.

„ეს მათ საშუალებას მისცემს უკეთ გააკონტროლონ, როგორ ფინანსდებიან აქაური პოლიტიკური პარტიები და როგორ იხარჯება ფული საარჩევნო კამპანიებისთვის“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მეორე მოსმენისას კოალიციამ ასევე მხარი დაუჭირა პარტია შესწორებას, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას საერთოდ უკრძალავს.

„ისამაას“ საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, ჰელირ-ვალდორ სედერმა განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების უფლება, ასევე უნდა ჰქონდეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის აღების უფლებაც.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ კენჭი იყარონ ესტონეთში - ესტონეთის მოქალაქეები და ევროკავშირის წევრები. ბუნებრივია, ეს არის პრევენციული ღონისძიება უსაფრთხოების კუთხითაც, რათა ესტონეთის პოლიტიკა არ იმართებოდეს და ფინანსდებოდეს ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მოქალაქეების მიერ“, - განმარტა სედერმა.

აკრძალული შემოწირულების შემთხვევაში, პარტიას მისი დონორისთვის დასაბრუნებლად 30 დღე ეძლევა. თუ ვადა ამოიწურება, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.

აღსანიშნავია, რომ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება რამდენიმე წლის წინ ჩამოერთვათ.

დღის ამბები