05 აგვისტო 2026,   13:00
ვრცლად
მონტენეგრო ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების პირველ სამიტს მასპინძლობს - დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა

მონტენეგრო ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების პირველ სამიტს მასპინძლობს. ღონისძიება წინ უსწრებს ასამბლეის მე-20 სესიას და მიზნად ისახავს საპარლამენტო დიალოგის უმაღლეს დონეზე აყვანას ევრო-ხმელთაშუა ზღვისა და სპარსეთის ყურის რეგიონებს შორის.

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა და შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან.

დღის ამბები