18 ივნისი 2026,   15:33
ვრცლად
აშშ-ის ავიაკომპანიებმა, მარტში, საწვავზე 1.8 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯეს, ვიდრე თებერვალში - Reuters

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის მონაცემებით, მარტში, აშშ-ის მსხვილმა ავიაკომპანიებმა საავიაციო საწვავისთვის 5 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი დახარჯეს - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ეს თებერვლის ხარჯებთან შედარებით 56%-ით, 1.8 მილიარდი დოლარით მეტია.

მარტში, ერთი გალონი საწვავის ღირებულებამ 3.13 დოლარი შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით 74 ცენტით და 31%-ით მეტია.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, მარტში საწვავის მოხმარება 20%-ით გაიზარდა.

დღის ამბები