"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა კონტრდაზვერვითი საქმიანობა," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, თანამედროვე სამყაროში მთავარ დამმორჩილებელ ძალად გვევლინება არა სამხედრო, არამედ რბილი ძალა, საინფორმაციო ომის სახით.
"ჩვენ ვხედავთ თანამედროვე სამყაროში როგორ გამოიყენება სხვადასხვა საშუალებები იმისთვის, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები, საზოგადოებები. ადრე თუ იყო სამხედრო ძალა პრიორიტეტი, დღეს ეს არის რბილი ძალა, ინფორმაციული ომი, რითაც ცდილობენ, დაიმორჩილონ საზოგადოებები და ხალხები.
ამიტომ, ზოგადად, მნიშვნელოვანია, კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება. ჩვენ ვხედავთ, სამწუხაროდ, თუ როგორ არიან ჩვენს შორის ადამიანები, რომლებიც ღიად თუ ფარულად მუშაობენ სხვა ქვეყნებზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ მხრივ სახელმწიფო იყოს ძლიერად და მობილიზებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.