04 აგვისტო 2026,   07:33
ვრცლად
ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევნებში ეკლესიას ექნება ავტორიტეტი - ხატია დეკანოიძე

ამჯერად მეუფე შიოსა და პატრიარქის არჩევნების პროცესზე დისკრიმინაციული განცხადებები "ტვ პირველის" ეთერში მეუფე ზენონმა გააკეთა და თქვა რომ პატრიარქის ტახტის მოსაყდრე საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის.

საკითხს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა რომ პატრიარქის არჩევნებში ავტორიტეტი ეკლესიას ექნება:

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ეკლესია იყოს ძლიერი. მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევნებში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ერისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ეკლესიას ექნება ავტორიტეტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები