პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერავინ დაუპირისპირდება აშშ-ის ბლოკადას ირანის პორტებში გემების შესვლა-გამოსვლაზე და იმედი გამოთქვა, რომ თეირანის ფინანსური სისტემა კრახით დასრულდება.
"ბლოკადა საოცრად მუშაობს. ის ფოლადის კედელს ჰგავს. ამ ბლოკადას ვერავინ შეეწინააღმდეგება", - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ნებისმიერი საჯარო, წინააღმდეგობრივი განცხადებისა, ირანელებს შეთანხმების მიღწევა სურთ.
"ისინი თამაშობენ, თუმცა ნება მიბოძეთ გითხრათ - მათ სურთ შეთანხმება. აბა, ვის არ მოუნდება, როდესაც შენი სამხედრო ძალა სრულად განადგურებულია", - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ მას ირანის ფინანსური სისტემის კრახი სურს.
"ალბათ ასეა, რადგან ჩვენ მას ვანადგურებთ. იმედი მაქვს, ის დაემხობა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე გამარჯვება მინდა", - აღნიშნა მან.
წყარო: CNN