03 აგვისტო 2026,   01:35
ვრცლად
ქვევრი საქართველოს იდენტობის ნაწილია და ის ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა საერთაშორისო ბაზარზე - ლევან მეხუზლა

„ქვევრი საქართველოს იდენტობის ნაწილია და ის ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა საერთაშორისო ბაზარზე“ - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ ქვევრის ღვინის მნიშვნელობასა და მისი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმებზე ისაუბრა.

"მინდა აღვნიშნო, რომ ქვევრი არის საქართველოს იდენტობის ნაწილი და ქვევრის ღვინო არის სწორედ ის ღვინო რითაც ვამაყობთ და ჩვენი მეღვინეობის საფუძველია. გადასარევი მარკეტინგული საშუალებაა კარგი იარაღია, რომ გავიდეთ და დავაინტერესოთ შესაბამისი მომხმარებელი, ეს კონკურენტული უპირატესობაც კი არის საერთაშორისო ბაზრებზე -  ჩვენ გვიცნობენ, როგორც საუკეთესო ქარვისფერი ქვევრის ღვინის ქვეყანას. 

ერთ-ერთი ნაბიჯი რაც გადაიდგა სახელმწიფოს მიერ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ - დარეგისტრირდა ქვევრი, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომ სიტყვა ქვევრი იყოს მხოლოდ საქართველოსთან ასოცირებული და არ იხმარონ ეს ტერმინი საზღვრებს გარეთ. ქვევრი არის სუფთა ქართული და ამით ერთი დიდი ნაბიჯიც გადაიდგა მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხითაც,"- აცხადებს ლევან მეხუზლა

დღის ამბები