05 აგვისტო 2026,   00:58
ვრცლად
რეგულაციის მოწინააღმდეგე არ ვარ, თუ ის დარგს არგებს - გია პირადაშვილი

"რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემა "დებატებში", "ვინივერიასა" და "ჯანიანის" დამფუძნებელმა, გია პირადაშვილმა მევენახეობის დარგში დანერგილ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც ვენახის გასაშენებლად ნებართვის მიღება „ღვინის ეროვნული სააგენტოსგან“ ხდება სავალდებულო, ვაზის ნერგების შეძენა კი მხოლოდ სერტიფიცირებულ სანერგეებში იქნება შესაძლებელი.

გია პირადაშვილი ამბობს, რომ რეგულაციის მოწინააღმდეგე არ არის, თუკი ის დარგს რაიმეს შემატებს. 

"მე არანაირი რეგულაციის მოწინააღმდეგე არ ვარ, თუ ეს რეგულაცია დარგს რაიმეს არგებს. ნიადაგი რომ შევისწავლოთ, ჩვენ გვჭირდება ლაბორატორია, რომელიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სადაც ჩვენ ნიმუშს გავაგზავნით. თუკი რამეს ვაპირებ, მე დღეს [ნიმუშს] ვაგზავნი გერმანიასა და იტალიაში. იქაც რამდენიმე ლაბორატორიაში, სადაც მე მიმიწვდება ხელი და ვიცი, რომ უფრო კარგ ფასს მომცემენ და ა.შ. ასევე, თუკი მე ვყიდულობ ხარისხიან ნერგს (ჩვენ შემთხვევაში, ნამყენს) მე მივდივარ ან საფრანგეთში ან იტალიაში. იტალიაში არსებობს რაუშედო, რომელიც არის კოოპერაცია. რამდენიმე სოფელი მუშაობს ნამყენის გამოყვანაზე, რომელიც ჩვენთან ვერ დაინერგა. იმიტომ ვერ დაინერგა, რომ არ გვაქვს ამის კარგი სკოლა. ის სკოლა, რომელიც სტიქიურად მოდიოდა რამდენიმე თაობის განმავლობაში, ის სკოლა აღარ არსებობს დღეს. დღეს არ გვყავს ბონდერები, რომლებიც გააკეთებენ კარგ კასრებს, კარგ ჩანებს ააშენებენ, იციან იმის გამოწვა და კასრთან მოპყრობა. არ გვყავს კარგი მექვევრეები, არ გვაქვს კარგი გამოსაწვავი ღუმელები, ძალიან ბევრმა ქვევრმა წუნი მოგვცა", - აცხადებს გია პირადაშვილი.

 

 

 

დღის ამბები