18 ივნისი 2026,   11:37
ვრცლად
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, შტატების საზღვაო ძალების არცერთ გემს თავს არ დასხმიან

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ უარყო ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო "ფარსის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკულ სამხედრო გემს ჰორმუზის სრუტის გავლის მცდელობისას ორი რაკეტა მოხვდა - ამის შესახებ abcnews-ი წერს.

"აშშ-ის საზღვაო ძალების არცერთი გემი არ დაზიანებულა. ამერიკული ძალები მხარს უჭერენ პროექტ "თავისუფლებას" და ინარჩუნებენ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები