ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, არაფორმალური შეხვედრა გავმართე ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, მაკა ბოჭორიშვილთან მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხების ფართო სპექტრზე გაცვალეს.
"ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, არაფორმალური შეხვედრა გავმართე ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.
ჩვენ, მოსაზრებები გავცვალეთ ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხების ფართო სპექტრზე. ასევე, განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საკითხებში.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ორმხრივად მომგებიანი, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.
შევთანხმდით, რომ კომუნიკაციას მომავალშიც შევინარჩუნებთ", - წერს სიბიგა.