27 ნოემბერი 2026,   15:04
ვრცლად
საქართველო ფუნდამენტურად მიდის სხვა მიმართულებით, უპირისპირდება ევროპას - პეტრე ცისკარიშვილი

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ონლაინ ჩართვისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპული ინსტიტუტები მწვავედ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. 

ილჰამ ალიევმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ევროპარლამენტი მიკერძოებულობაში და ორმაგ სტანდარტებში ღიად დაადანაშაულა. 

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პრობლემა არა კრიტიკაში - არამედ იმაშია, რომ მისი შეფასებით, საქართველო შორდება ევროპულ კურსს და უპირისპირდება იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც ევროპაშია დამკვიდრებული: 

"არანაირი პრობლემა კრიტიკასთან დაკავშირებით არ არსებობს. ჩვენი წუხილი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ფუნდამენტურად მიდის სხვა მიმართულებით, უპირისპირდება ევროპას იმიტომ, რომ არ მოსწონს ის დემოკრატიული ღირებულებები, რაც ევროპაში არის. ეშინია ევროპული ტიპის დემოკრატიის და კანონის უზენაესობის", - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

დღის ამბები