27 ნოემბერი 2026,   13:54
ვრცლად
"ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთში მიმავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნავსადგურებშია გადამისამართებული" - Telegram არხი "სომხური გზაჯვარედინი"

"ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთში მიმავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველოს ნავსადგურებშია გადმომისამართებული," - ამ სათაურით ინფორმაციას ტელეგრამ-არხი "სომხური გზაჯვარედინი" ავრცელებს.

მასალაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის ირანის გავლით ტვირთების ტრანზიტი სომხეთში პრაქტიკულად შეჩერებულია.

ირანი სომხეთისათვის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას ასრულებს. სწორედ ირანის გავლით იღებს სომხეთი წვდომას სპარსეთის ყურეზე, ინდოეთის ოკეანეზე, ჩინეთისა და არაბული სამყაროს ბაზრებზე. ბოლო პერიოდში კი ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაუარესდა სიტუაცია. ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით ამ დრომდე გამავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი გადამისამართებულია საქართველოს ნავსადგურებში.

დღის ამბები