"მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში" - ასეთია ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის სლოგანი, რომელიც დღეს იხსნება. ფორუმს 50-მდე ქვეყნისა და მთავრობის ლიდერები დაესწრებიან.
სტუმრებს შორის, რომლებიც უკვე ერევანში იმყოფებიან, საქართველოს პრემიერის გარდა, არიან საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, კანადის პრემიერ-მინისტრები, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ეუთო-ს გენერალური მდივანი. განხილვის მთავარი თემა არსებული გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის დროს უფრო მჭიდრო და კოორდინირებული მოქმედების აუცილებლობა, დემოკრატიული მედეგობის განმტკიცება, დაკავშირებადობის განვითარება და ეკონომიკური და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება სახელდება.
"ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის" სამიტის შემდეგ ერევანში გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტიც. შეხვედრა ერთობლივი დეკლარაციისა და სხვა ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერით დასრულდება.