ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის წევრები ივნისში ნავთობის მოპოვების სამიზნე მაჩვენებლების გაზრდაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
OPEC-ის წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება. არაბთა გაერთიანებული საამიროების გასვლის შემდეგ აღნიშნული ფორმატი, ირანის ჩათვლით, 21 ქვეყანას აერთიანებს, თუმცა ბოლო პერიოდში წარმოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მხოლოდ 7 ქვეყანა მონაწილეობს.