03 აგვისტო 2026,   19:18
ვრცლად
თბილისში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევა მუხიანის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი დედასთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც არასრულწლოვნებს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. 

დღის ამბები