ჩეხეთის ხელისუფლებამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასასწრებად საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება მისცა. ინფორმაციას ჩეხური მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სლოვაკურმა მხარემ ფრენის განხორციელებისთვის საჭირო ნებართვის მოსაპოვებლად სტანდარტული თხოვნით მოგვმართა. ჩვენ ის დაყოვნების გარეშე გავეცით", - ციტირებს მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანს, ადამ ჩორგოს.
შესაბამისად, როგორც ჩეხური მედია წერს, ოფიციალური პრაღა არ შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ფიცოს მოსკოვში 9 მაისს გასამგზავრებლად საკუთარი საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს. ეს ქვეყნებია ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი.