ინფრასტრუქტურის მინისტრთან განვიხილეთ დედაქალაქში ალტერნატიული შემოსასვლელი და გასასვლელები. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ კონკრეტულად რომელი გზა იქნება გამოსადეგი და მოგვცემს განტვირთვის შესაძლებლობას - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში "იმედი LIVE' განაცხადა.
"მინდა ერთი სიახლის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, უშუალოდ მინისტრთან, სადაც განვიხილეთ დედაქალაქში ალტერნატიული შემოსასვლელი და გასასვლელები, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას ალტერნატივა შევთავაზოთ. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ კონკრეტულად რომელი გზა იქნება გამოსადეგი და მოგვცემს განტვირთვის შესაძლებლობას და ამ ყველაფერს საზოგადოებას ინფორმაციის სახით მოვაწვდით", - აღნიშნა კალაძემ.