18 ივნისი 2026,   19:52
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, ირანს მხოლოდ დანებება დარჩა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს "დანებება" მოუწევს.

როგორც CNN-ი წერს, დონალდ ტრამპს, ოვალურ კაბინეტში გამართული პრესკონფერენციის დროს, ჰკითხეს, რამდენი ხანი აპირებს სამხედრო ბლოკადის გაგრძელებას.

ტრამპის განმარტებით, ირანმა უნდა თქვას: "ჩვენ ვნებდებით".

"ჩვენ ისინი სამხედრო კუთხით გავანადგურეთ. მათ არმია აღარ დარჩათ. საზღვაო ძალები ზღვის ფსკერზეა. საჰაერო ძალები აღარასდროს შეძლებენ ფრენას", - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის განმარტებით, ირანს ახლა მხოლოდ დანებება დარჩა.

"ახლა მათ მხოლოდ დანებება დარჩათ. მხოლოდ ეს უნდა გააკეთონ. უბრალოდ უნდა თქვან: "ჩვენ ვნებდებით. ჩვენ ვნებდებით". მაგრამ, მათი ეკონომიკა ნამდვილად რთულ მდგომარეობაშია. ეს მკვდარი ეკონომიკაა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები