ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის უფროსმა სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ირანი აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას "არ შეეგუება", -ამის შესახებ CNN-ის ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
"თუ ბლოკადა გაგრძელდება, ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს", - განაცხადა რეზაიმ.
მისივე განმარტებით, ბლოკადამ აშშ-ს ვერაფერი მოუტანა და ის ვერც აღსრულდა.
"ამ ბლოკადამ, ფაქტობრივად, ვერაფერი მოიტანა და ვერც აღსრულდა. ინდოეთის ოკეანე უზარმაზარია და ჩვენ მასში გავლა მარტივად შეგვიძლია; ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ", - დასძინა რეზაიმ.