18 ივნისი 2026,   23:44
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, აშშ გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას განიხილავს

აშშ გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას განიხილავს, გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული - განცხადება ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მედია წერს, რომ ვაშინგტონის ამ ნაბიჯის მიზეზი, ირანის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციაზე, გერმანიის კანცლერის კრიტიკაა. ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ შტატებს ომის სტრატეგია არ გააჩნია. საპასუხოდ, ტრამპმა კანცლერი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, ევროპაში სულ 86 000 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული, აქედან თითქმის ნახევარი გერმანიაშია.

დღის ამბები