მორიგი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა ზესტაფონში, დაცული ტერიტორიებისა და ახალგაზრდობის სააგენტოების თანამშრომლობის ფარგლებში.
ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას, რეინჯერების საქმიანობასა და იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ, რომლებიც მათ ყოველდღიურ მუშაობაში გამოიყენება.
მსგავსი შეხვედრები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მომავალშიც გაგრძელდება.