18 ივნისი 2026,   15:40
ვრცლად
ევროკავშირი აპირებს, გაამკაცროს პირობები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოსაყოფად - Bloomberg

ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გადასაცემად პირობების გამკაცრებას გეგმავს. როგორც Bloomberg-ი წერს, ევროკავშირი ფულის გადაცემის წინაპირობად არაპოპულარული რეფორმების გატარებას აყენებს.

მედიის ცნობით, ბრიუსელს სურს, უკრაინამ ბიზნესისთვის საგადასახადო რეფორმები გაატაროს, სანამ ფულს მიიღებს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გადახდების ნაწილი დამოკიდებული იქნება ბიზნესისთვის არაპოპულარული საგადასახადო ცვლილებების დანერგვაზე, კერძოდ, 20%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადის შემოღებაზე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ შეღავათიანი სისტემით და მათი წლიური შემოსავალი 4 მილიონ გრივნაზე მეტია.

Bloomberg-ის ინფორმაციით, გეგმას ევროკომისია უკვე განიხილავს. მედიის ცნობით, ამ ეტაპზე, საუბარია მხოლოდ 8,4 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომელიც კიევმა მიმდინარე წელს უნდა მიიღოს, რათა რუსულ აგრესიას გაუმკლავდეს.

ანონიმურმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ კიევი თავის მეორე უმსხვილეს დონორს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს სთხოვს, გადადოს ანალოგიური მოთხოვნების შემოღება, რათა 8 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი დროულად მიიღოს.

დღის ამბები