18 ივნისი 2026,   19:09
ვრცლად
ირანული მედიის ცნობით, ორთვიანი პაუზის შემდეგ თეირანი-მოსკოვის რეისები აღდგა

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, თეირანსა და მოსკოვს შორის ავიარეისები აღდგა, ორთვიანი შეფერხების მიზეზი აშშ-ისრაელის ირანთან ომი იყო. ინფორმაციას ირანულ მედიაზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს.

განცხადება ფრენების აღდგენის შესახებ მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთში ვიზიტის დროს პუტინს შეხვდა, სადაც მათ ახლო აღმოსავლეთში ომის "დეტალები" ​​განიხილეს, იუწყება IRNA.

ირანის ავიაკომპანიამ Mahan Air პირველი აღდგენილი რეისი განახორციელა, რომელიც თეირანიდან დღეს დილით ადრე გაფრინდა და დღესვე, თეირანში დაბრუნდა, დასძენს IRNA.

დღის ამბები