ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში გრძელდება. ქართული მხარის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ტუმის პრეზიდენტს და ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობებზე.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან ბავარიის ევროპულ საქმეთა მინისტრს.