27 ნოემბერი 2026,   15:24
ვრცლად
აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევს

ახალ თავმჯდომარეს აირჩევს დღეს აჭარის უმაღლესი საბჭო. ამ პოსტზე პრეზინდეტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა. გუშინ კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა კანდიდატის სამომავლო გეგმებსა და სამთავრობო პროგრამას მოუსმინეს.

ახალი თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. შეგახსენებთ ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკვე იყოს 2016-18 წლებში.

პატარიძის კანდიდატურის შესახებ ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. ცოტნე ანანიძის განცხადებით, კანდიდატის ხედვა თანხვედრაში მოდის იმ მიზნებთან, რაც ტურისტულ, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებას გულისხმობს.

"კანდიდატის ხედვა იმ გამოწვევებზე, რაც რეგიონს აქვს აბსოლუტურად მოდის თანხვედრაში იმ მიზნებთან, რაც გულისხმობს რეგიონულ, ტურისტულ, ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ განვითარებას.

როდესაც კანდიდატების შერჩევაზე იყო საუბარი, ერთ-ერთი კრიტერიუმი ჩვენი გუნდისთვის, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს მთავარი პოლიტიკური სუბიექტისთვის - ფრაქცია "ქართული ოცნებისთვის" გახლდათ ის გავლილი გზა, რომელიც ბატონმა ზურაბ პატარაძემ გაიარა, როგორც მთავრობის თავმჯდომარემ", - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

დღის ამბები