07 აგვისტო 2026,   01:22
ვრცლად
სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის გამო დაწყებული დაპირისპირება, ურთიერთბრალდებები და აქტივისტების ბრძოლა შეურაცხმყოფელი განცხადებებით - ამჯერად, ნანუკა ჟორჟოლიანს აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა

მოძრაობა "ნაბიჯის" წევრის, ლუკა ჭოხონელიძის გამო დაწყებული უთანხმოება სხვა ბრალდებების საფუძველიც გახდა - ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანს აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა. მისი თქმით, ნანა სანდერი ციხეში სწორედ ჟორჟოლიანის ცრუ ბრალდებების გამო მოხვდა.

ამ ბრალდებას თავად ნანუკა ჟორჟოლიანი სიცრუეს უწოდებს და წარსულში თანამოაზრეს თავადაც ბრალდებებით პასუხობს.

სოციალურ ქსელში დაწყებულ დაპირისპირებაზე საუბარი დღეს არცერთ მონაწილეს სურს. აქტივისტებს - მარიამ მეყანწიშვილსა და ლუკა ჭოხონელიძეს - ტელეფონები გათიშული აქვთ, ნანუკა ჟორჟოლიანს კი ამ თემაზე საუბარი არ სურს.

ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქპოსტი დაპირისპირების საფუძველი გახდა სხვა აქტივისტებს - რუსკა მჭედლიძესა და მაგდა მამუკაშვილს შორისაც. მჭედლიძე ლუკა ჭოხონელიძეს უჭერს მხარს, მამუკაშვილი კი ალბი კორძაიას.

ყველაფერი ალბი კორძაიას განცხადებით დაიწყო - მან ლუკა ჭოხონელიძე ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ჭოხონელიძეს მხარი ნანუკა ჟორჟოლიანმა და მისმა თანამოაზრეებმა დაუჭირეს, ხოლო სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს - ალბი კორძაიამ, მარიამ მეყანწიშვილმა და მათმა მხარდამჭერებმა.

ლუკა ჭოხონელიძე ბრალდებას უარყოფს და ალბი კორძაიას ცილისწამებაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით უკვე დაიწყო. საქმეზე ორივე აქტივისტი უკვე გამოკითხულია.

დღის ამბები