18 ივნისი 2026,   11:53
ვრცლად
ავიაკატასტროფა სამხრეთ სუდანში - დაღუპულია 14 ადამიანი

სამხრეთ სუდანში ავიაკომპანია CityLink Aviation-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა. Reuters-ის ინფორმაციით, დაღუპულია ბორტზე მყოფი 14-ვე პირი - 13 მგზავრი და ერთი პილოტი.

დაღუპულებიდან 12 სამხრეთ სუდანელი, ორი კი კენიის მოქალაქე იყო.

სამხრეთ სუდანის სამოქალაქო საავიაციო სამსახურის განცხადებით, შემთხვევა დედაქალაქ ჯუბასთან ახლოს მოხდა.

 

 

დღის ამბები