06 აგვისტო 2026,   16:51
ვრცლად
საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვილაიათ ეივაზოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"სულხან თამაზაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ვილაიათ ეივაზოვმა სულხან თამაზაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია", - აღნიშნულია შსს განცხადებაში. 

დღის ამბები