18 ივნისი 2026,   17:13
ვრცლად
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინს შეხვდა და "სტრატეგიული ურთიერთობები" განიხილა - CNN

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ.

ინფორმაციას და შეხვედრის დეტალებს - CNN რუსულ და ირანულ მედიებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით მხარეებმა თეირანსა და მოსკოვს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების ერთგულება განიხილეს. შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა.

"ჩვენ ვხედავთ, როგორი სიმამაცითა და გმირულად იბრძვის ირანელი ხალხი საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის" - შეხვედრისას პუტინმა ირანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან გზავნილი მიიღო ირანის უმაღლესი ლიდერისგან, მოჯთაბა ხამენეისგან.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ხამენეი ირანის ლიდერი გახდა, ის საჯაროდ არ გამოჩენილა და მხოლოდ წერილობით მიმა


დღის ამბები