04 აგვისტო 2026,   15:29
ვრცლად
ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა

დღეს, ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სასამართლომ ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე იმსჯელა.

პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. პირდაპირ გეტყვით, რომ ახალი არაფერი მომისმენია, რაც ადვოკატების პოზიცია არის, რომ ისინი აჟღერებენ გარკვეულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის ერთადერთი მტკიცების საგანია ის, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაულებრივი ქმედება და ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ, რაც ვფიქრობ, რომ დავამტკიცეთ კიდეც და ჩვენმა დასკვნითმა სიტყვამ, როცა საბოლო ჯამში, შევაჯამეთ მტკიცებულებები, ეს ფაქტი დააფიქსირა," - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მკვლელობის შემკვეთად კი დასახელებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.



დღის ამბები