18 ივნისი 2026,   15:27
ვრცლად
მადრიდში ჭადრაკის ქართველი დიდოსტატის ელიზბარ უბილავას სახელობის ტურნირი დაფუძნდა

მადრიდში ჭადრაკის ქართველი დიდოსტატის ელიზბარ უბილავას სახელობის ტურნირი დაფუძნდა. ტურნირი მადრიდის სპორტული კლუბის "ლა დიდაქტიკა" ორგანიზებით ჩატარდა, ხოლო ელიზბარ უბილავას სახელი ტურნირს სპორტული კლუბის წევრის, ესპანეთში მცხოვრები ქართველი მხატვრის სოფო ფარჯიანის ინიციატივით მიენიჭა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ტურნირს ტრადიციული სახე მიეცემა და ამიერიდან ის ყოველწლიურად გაიმართება. 

ტურნირის გამარჯვებულთან, უკრაინელ იური სოლოდოვნიჩენკოსთან სიმბოლური პარტია ითამაშა ქართველმა დიდოსტატმა ელიზბარ უბილავამ, რის შემდეგაც ტურნირის დახურვის საზეიმო ღონისძიება და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას ესპანეთის სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, მადრიდის მერიის სპორტის მიმართულების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ელიზბარ უბილავა საერთაშორისო კლასის ჭადრაკის დიდოსტატია, რომელიც ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს.

ის  წლების განმავლობაში ავარჯიშებდა მსოფლიო ჩემპიონებს ვიშვანათან ანანდს და ანატოლი კარპოვს.

სპორტული კლუბი "ლა დიდაქტიკა" 1927 წელ დაარსდას, მადრიდის მერიის მიერ აღიარებულია ქალაქის ისტორიულ კლუბად და წარმოადგენს ქალაქის მეთორმეტე უძველეს სპორტულ ორგანიზაციას.

დღის ამბები