18 ივნისი 2026,   11:50
ვრცლად
წავიკითხე ის მანიფესტი, მისი ავტორი ავადმყოფია. თქვენ კი უნდა გრცხვენოდეთ, ამას რომ კითხულობთ, რადგან მე არცერთი ეს ბრალდება არ მეხება - ტრამპი თავდამსხმელის მანიფესტზე

"ვაშინგტონ ჰილტონში" მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. მისი ოჯახის წევრები კი უკვე დაკითხეს.

საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ ეჭვმიტანილმა ინციდენტამდე მანიფესტი დაწერა და ოჯახის წევრებს გადასცა. მასში 31 წლის კოულ ტომას ალენი თავდასხმის სამიზნეებად ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ასახელებს. ცნობილია, რომ თავდასხმის ორგანიზატორის ძმამ, ნიუ ლონდონის პოლიციას, მისი განზრახვის შესახებ წინასწარ შეატყობინა, თუმცა ეს ინფორმაცია საიდუმლო სამსახურამდე დროულად არ მისულა.

თავდასხმის მიზეზები დაკონკრეტებული ამ დრომდე არ არის, თუმცა მედია ასაჯაროებს თავდამსხმელის მანიფესტს რომელშიც ის ტრამპს ძალადობაში და პედოფილიაში ადანაშაულებს.

მანიფესტის შინაარს დონალდ ტრამპმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ტექსტის ავტორი ავადმყოფია, მათ კი ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა უნდა რცხვენოდეთ, რადგან არც ერთი იქ აღნიშნული ბრალდება მას არ ეხება.

"ველოდი კიდეც, რომ ამას წაიკითხავდით. ვიცოდი, რომ ასე იზამდით, რადგან თქვენ საშინელი ხალხი ხართ, საშინელი. დიახ, მან ეს ნამდვილად დაწერა. მე წავიკითხე ის მანიფესტი, მისი ავტორი ავადმყოფია. თქვენ კი უნდა გრცხვენოდეთ, ამას რომ კითხულობთ, რადგან მე არცერთი ეს ბრალდება არ მეხება.

მე არ ვარ მოძალადე, არავინ გამიუპატიურებია. მე არ ვარ პედოფილი. თქვენ სულიერად დაავადებული ადამიანის რაღაც ბოდვას კითხულობთ", - განაცხადა ტრამპმა.

დღის ამბები