19-მდე გაიზარდა კოლუმბიაში მაგისტრალზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. დაშავებულია 38 ადამიანი, მათ შორის, ხუთი არასრულწლოვანია.
აფეთქებამ ათობით ავტომობილი გაანადგურა და გზაზე გიგანტური კრატერი დატოვა. მომხდარში ხელისუფლება ყოფილ პარტიზანულ დაჯგუფება "ფარკის" რადიკალურ ფრთას ადანაშაულებს. ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებული 26-ე თავდასხმაა.
რეგიონი კაუკა, სადაც თავდასხმები მოხდა, კოლუმბიაში კოკაინის წარმოებისა და ტრეფიკინგისთვის, ასევე ოქროს უკანონო მოპოვებისთვის სტრატეგიულ რაიონად ითვლება.