ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ეპიცენტრში რჩება ლიბანი, სადაც ისრაელის სამხედრო ძალებმა ევაკუაციის ბრძანება გასცეს.
განკარგულება შეეხო იმ ქალაქებს, რომლებიც ე.წ. ბუფერულ ზონაშია. "ცაჰალის" განცხადებით, "ჰეზბოლა" ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევს და ისრაელი მათ წინააღმდეგ იმოქმედებს.
პარალელურად, ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებების ახალი წინადადება წარუდგინა. ის კონკრეტულად ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ომის დასრულებას ეხება. ინფორმაციას საერთაშორისო მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთანავე, ირანის კონფლიქტისა და მოლაპარაკებების პირობებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი დღეს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრის გამართვას აპირებს.