14 აგვისტო 2026,   11:45
ვრცლად
ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმებითა და პოლიტიკით, ნამდვილად ძალიან ბევრს აკეთებს, რათა ღირსეული პირობები შეუქმნას ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს - მარიამ გრიგოლიშვილი

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს. დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრა, ბორჯომში გაიმართა. ხედვები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ევროინტეგრაცია და ბოლო პერიოდში მიღებული კანონები იყო მეოთხე კონფერენციის განხილვის მთავარი თემა სტუდენტებთან, რომლებმაც "ქართული ოცნების" ახალგაზრდა ლიდერებს შეკითხვები სხვადასხვა მიმართულებით დაუსვეს. 

სწორედ კითხვა პასუხის-რეჟიმში მიმდინარეობდა შეხვედრა ბორჯომში, რომელსაც "ქართული ოცნების" დეპუტატებიც ესწრებოდნენ. რეგიონული კონფერენციების მიზანი ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაცია და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობაა. 

კონფერენციები ქვეყნის ათივე რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.

"ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ძალიან ბევრს აკეთებს იმ რეფორმებითა და პოლიტიკით, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს, რათა ღირსეული პირობები შეუქმნას ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს. ერთი მხრივ იმისთვის, რომ აღარ დატოვონ ჩვენმა მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყანა, და მეორე - იმ მოქალაქეებისთვის, ვინც უკვე წასულები გახლავთ, რომ დაბრუნდნენ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთი მიმართულება, რომელსაც ემსახურება ჩვენი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური გაუმჯობესება", - აცხადებს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი მარიამ გრიგოლიშვილი.

დღის ამბები