"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს. დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრა, ბორჯომში გაიმართა. ხედვები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ევროინტეგრაცია და ბოლო პერიოდში მიღებული კანონები იყო მეოთხე კონფერენციის განხილვის მთავარი თემა სტუდენტებთან, რომლებმაც "ქართული ოცნების" ახალგაზრდა ლიდერებს შეკითხვები სხვადასხვა მიმართულებით დაუსვეს.
სწორედ კითხვა პასუხის-რეჟიმში მიმდინარეობდა შეხვედრა ბორჯომში, რომელსაც "ქართული ოცნების" დეპუტატებიც ესწრებოდნენ. რეგიონული კონფერენციების მიზანი ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაცია და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობაა.
კონფერენციები ქვეყნის ათივე რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.
"ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და გავითავისოთ ერთი რამ, რომ უმთავრესი არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მომავალი და არა პირადი კეთილდღეობა. როდესაც ამხელა პასუხისმგებლობა გაქვს ქვეყნის წინაშე, გაასმაგებულად უნდა იყო ყურადღებით შენი ქვეყნის მომავლისკენ, განვითარებისკენ. როდესაც ჩვენ ვიგებთ ასეთ ფაქტებს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს გუნდის წევრი იქნება, ოჯახის წევრი თუ ახლო გარემოცვის, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს, ბრძოლა უნდა იყოს კორუფციასთან უკომპრომისო“, - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი.