11 აგვისტო 2026,   13:16
ვრცლად
უმნიშვნელოვანესია მამუკა მდინარაძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში - არჩილ გორდულაძე

მთავრობის სტრუქტურული ცვლილების შესახებ, ახალ კანონპროექტზე პარლამენტი მომავალ კვირიდან იმსჯელებს. საუბარია ახალ უწყებაზე, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს, მისი ხელმძღვანელი კი, სახელმწიფო მინისტრი, მამუკა მდინარაძე იქნება. მამუკა მდინარაძე, პარალელურად, ვიცე-პრემიერის პოზიციასაც დაიკავებს. მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. ამ პოსტზე გეკა გელაძეა წარდგენილი.

"უმნიშვნელოვანესია მამუკა მდინარაძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში, იგი ნამდვილად დააკლდა საჯარო სივრცეს და მისი ბოლო ინტერვიუც ამაზე მეტყველებს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, არსებული გამოწვევების ფონზე, კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე იყოს აყვანილი. ამ კოორდინაციის მაგალითი ზუსტადაც რომ ძალადობრივი გზით ქვეყნის ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო 2025 წლის 4 ოქტომბერს, და ვნახეთ, ამ კოორდინაციით, როგორ მოხერხდა ამ მავნებლობისა და დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა. შესაბამისი პირებიც პასუხისგებაში არიან მიცემულები, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი სულხან თამაზაშვილია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო, ამ პოსტზე კი პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა.

დღის ამბები