ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ორი ჭურვი ისროლეს.
"ეს ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევაა", - აცხადებს IDF-ი.
მათივე განცხადებით, ერთი ჭურვი მოიგერიეს, მეორე კი ღია სივრცეში დაეცა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ისრაელმაც და ჰეზბოლამაც ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
ჰეზბოლას თავდასხმაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.