18 ივნისი 2026,   10:09
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, "ჰეზბოლა" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უხეშად არღვევს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ "ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავზე საზენიტო-სარაკეტო თავდასხმის" წარუმატებელი მცდელობის შედეგად "ჰეზბოლას" სამი წევრი დაიღუპა. ინფორმაციას ABCNEWS-ი ავრცელებს. 

"ეს ქმედებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს", - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ორ ცალკეულ შემთხვევაში, სამხრეთ ლიბანში, ფრონტის ხაზის სამხრეთით მოქმედი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების მიმართულებით, "ჰეზბოლას" წევრებმა რაკეტები და ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონები გაუშვეს.

დღის ამბები