საქართველო-სომხეთის საზღვარზე ერთობლივი მართვის სასაზღვრო გამშვები პუნქტის პროექტთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტი თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას და საბაჟო კონტროლის გამარტივებას ითვალისწინებს. ინიციატივა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ეფექტური თანამშრომლობის გაძლიერებას, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის ხელშეწყობას ისახავს.
შეხვედრა, საქართველო-სომხეთის საზღვართან, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტ "გოგავანში" გაიმართა.