06 აგვისტო 2026,   13:21
ვრცლად
ზურაბ პატარაძე ძალიან წარმატებული და გამორჩეული დიპლომატია, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან მასშტაბურ პროექტებს ჩაეყარა საფუძველი მისი საქმიანობის წლები იყო გამორჩეულად წარმატებული - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ზურაბ პატარიძე წარადგინა, ირაკლი კობახიძემ ზურაბ პატარიძეს უკვე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი წვლილი ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში ძალიან დიდია.

"რაც შეეხება ზურაბ პატარაძეს, მას არ სჭირდება ქართული საზოგადოების და აჭარის საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა. როგორც მოგეხსენებათ ის წლების მანძილზე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან მასშტაბურ პროექტებს ჩაეყარა საფუძველი, მისი საქმიანობის წლები იყო გამორჩეულად წარმატებული.

ის ძალიან წარმატებული და გამორჩეული დიპლომატია, მისი საქმიანობა მინდა გამოვარჩიო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობაზე, სწორედ მისი ელჩობის პერიოდში საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, ამაში ბატონ ზურაბს თავისი წვლილი მიუძღვის. მინდა მას წარმატებები ვუსურვო, დარწმუნებული ვარ მისი ხელმძღვანელობის პირობებში აჭარა ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები